მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილში 70 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ინგლისური პრესა ამტკიცებს, რომ მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილის სანაცვლოდ "ტოტენჰემს" 70 მილიონ ევროს უხდის.

ინფორმაციის წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბი" უელსელ ფეხბურთელს 5-წლიან ხელშეკრულებას და წელიწადში 11 მილიონ ევროს უმზადებს.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც გარეთ ბეილის შეძენით არის დაინტერესებული; უელსელის შეძენა სურთ "ბარსელონას", "მანჩესტერ სიტის" და "ჩელსის".

"ტოტენჰემიც" დაინტერესებულია თავისი ვარსკვლავის შენარჩუნებით და მზად არის, მას ხელფასი გაუორმაგოს.

გარეთ ბეილს უკვე აქვს ნათქვამი, რომ "რეალს" მსოფლიოში საუკეთესო კლუბად მიიჩნევს, რომ იქ თამაში მისთვის დიდი პატივი იქნება.

ასევე
იხილეთ:

"ტოტენჰემი" გარეთ ბეილს რონალდოს და მესის დარ ხელფასს შესთავაზებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული